მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა
მეტროსადგურ “მარჯანიშვილის ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი მშობლებს ესკალატორზე აჰყავდათ. ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.