“მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა, ეს არის ”ქართული ოცნების” დამსახურება”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ხვალ დაგეგმილ ჩასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მოვლენების განვითარება მთლიანად სამართლებრივ პროცედურებზეა დამოკიდებული.
”მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. ეს არის მთავარი და ეს არის ”ქართული ოცნების” დამსახურება. ჩვენ პოლიტიკური ინტერესები არ გვაქვს, რადგან ის არ არის პოლიტიკურად აქტუალური ფიგურა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით, უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას “კრაკოვეცის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. მას საზღვართან მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები