კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
როგორც „კვირას“ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, მხარდამჭერთა კლუბი თავად კახა კალაძემ გახსნა და კლუბის ხელმძღვანელი საზოგადოებას წარუდგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. ვიცი, რომ კახა კალაძე თბილისის წარმატებული მერი იქნება. ის ჩვენთვის აუცილებელ სიცოცხლით სავსე ქალაქს შექმნის, სადაც იქნება რეკრეაციული ზონები, ტურისტულად მოწყობილი უბნები და ჩვენი ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, მხარდამჭერთა კლუბში გარკვეულ იდეებს შეაგროვებენ და თბილისის მერობის კანდიდატს შესთავაზებენ. თემურ მიქელაძემ თბილისის მერობის კანდიდატს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები