საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს “ექსპო ჯორჯია” უმასპინძლებს

9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადემია. 2017 წელს ფორუმში მონაწილეობას 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები იღებენ. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის“ მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა.
ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებიან. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.
ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).
ფორუმის მიზნები: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხილვა; სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა; მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება; ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი: თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;
ფორმატი: პანელური დისკუსია; თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა; ფორმატი: გამოფენა; თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება; ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი; თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება; ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში; თემა: სამუშაო ჯგუფების მიგნებები და რეკომენდაციები;
ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა-პასუხი. სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები