მერია-ლაითურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიაში ადგილობრივი მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, მერაბ ჭანუყვაძემ მოინახულეს.
გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში იწყება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან სრულდება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია: ერთი მილხიდის რეაბილიტაცია, ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე, საავტომობილო გზის მონიშვნა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები