„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძე დაასახელა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძე დაასახელა. ლევან ანთაძე 2008-2012 წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძე იქნება. იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს,, საპარლამენტო არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კვლავ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს.
ბათუმის საზაფხულო თეატრში ლევან ვარშალომიძემ და ნიკა მელიამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები და პროპორციული სიები წარადგინეს. ხულოს მერად ირაკლი ჯორბენაძე, შუახევში ომარ მეგრელიძე, ქედაში ირაკლი ბარამიძე, ხელვაჩაურში თემურ დუმბაძე, ქობულეთში კი თენგიზ ზოიძე იბრძოლებენ.
საარჩევნო კამპანია პარტიამ დაიწყო სლოგანით „განახლებული ნაციონალური მოძრაობა“. გარდა ხულოს მერობის კანდიდატისა, ყველა მუნიციპალიტეტში კანდიდატები ყოფილი გამგებლები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები