დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

ასათიანისა ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება.
შესრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.
„ასათიანის ქუჩაზე, წლების განმავლობაში, დაზიანებული იყო გზის საფარი. კომპანია „ჯი-ვი-პისთან“ ერთად, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგება გზის ბოლო საფარი და უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაოები. ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, კეთდება რამდენიმე მიმდებარე ქუჩა და ჩიხი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები