“თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება”

“თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის დოკუმენტში სხვადასხვა უწყებების მხრიდან შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს.
“გენერალურ გეგმაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ექსპერტების მხრიდან მიღებული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს. ჯგუფი შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ასახვას გენერალური გეგმის დოკუმენტში დაახლოებით ორ კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც, ვფიქრობ, რომ წარვადგენთ დედაქალაქის საკრებულოში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები