დავით ნარმანია: ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა სად გააგრძელებს საქმიანობას და ვისთან მიმდინარეობს კოსულტაციები, ნარმანია არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, ყველაფერი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
”მითქმა-მოთქმა უამრავი იყო და იქნება მომავალშიც, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, კონსულტაციების შედეგად. ასე რომ, მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ შედეგებს. ჩემი ვარაუდი გამართლდება ოქტომბრის ბოლოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები