კომპანია „მეტრო“ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამშენებლო კომპანია „მეტრო“ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ. კომპანია „მეტროს“ დირექტორი რაულ კახაძე მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო.
„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს“ კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად, მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – აცხადებს კომპანია „მეტროს“ დირექტორი რაულ კახაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მე-8 სართულიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა, რომლებიც ადგილზევე გარდაიცვალნენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები