როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – ამინდის მოკლევადიანი პროგნოზი 12 სექტემბრამდე

საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება, ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 13 სექტემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 12 სექტემბრამდე შენარჩუნდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-33 გრადუსი იქნება. 12 სექტემბერს კი ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე, ხანმოკლე წვიმა. შესაბამისად, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და დაახლოებით 28-30 გრადუსი იქნება.
11 სექტემბრის ჩათვლით, ასევე უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები თბილისში, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება.
12 სექტემბერს დედაქალაქში ღრუბლიანი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები