ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდა

ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებს დღეს გაზმომარაგება შეუწყდა.
როგორც „კვირას“ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, 9 სექტემბერს, 08:30 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ჩუღურეთის რაიონში თამარ მეფის, ეგნატე ნინოშვილის, ნიკოლოზ გოგოლისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე,ეტაპობრივად აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები