ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც ”კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-ე და კმ18-ე მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს გამოერეცხათ მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალებოდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები