საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს, სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს – ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე ქართველი და პოლონელი ისტორიკოსების, ასევე მხარეებს შორის მემორიალურ საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებში პოლონელი ლექტორების ჩართულობისა და სასკოლო სამხედრო განათლების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებზე გაამახვილა.
პოლონურმა მხარემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-21 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლონეთის არმიის დივიზიის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის სახელობის აუდიტორიის აღჭურვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები