ირმა ინაშვილი: ხელისუფლებაში მე რომ ვყოფილიყავი, სააკაშვილს დიდი ხნის წინ ჩამოვიყვანდი “გოლდან მეიერის” მეთოდით

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება და კონკრეტული დავალების მიცემა ყველა იმ პატრიოტი სპეცსამსახურისთვის, რომელიც საბედნიეროდ ჰყავს ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, სააკაშვილს დიდი ხნის წინ ჩამოიყვანდა გოლდან მეიერის მეთოდით. “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს არის წინასაარჩევნო სპეკულაცია.
“წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ჩამოყვანაზე საუბარი არის მხოლოდ სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ შექმნას ემოცია მოსახლეობაში და შექმნას მოლოდინი, თითქოს სადღაც, რაღაც ხდება. მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება და კონკრეტული დავალების მიცემა ყველა იმ პატრიოტი სპეცსამსახურისთვის, რომელიც საბედნიეროდ ჰყავს ჩვენს ქვეყანას.
ვინაიდან ეს არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, მე არ მიმაჩნია, რომ არჩევნების წინ არის საინტერესო იმაზე საუბარი, ჩამოიყვანენ თუ არა მიშა სააკაშვილს. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და გპირდებით ყველას ჩამოვიყვანთ”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები