ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მოაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, ისაუბრა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში დიდი ბრიტანეთის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა იმ პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით „კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის“ ფარგლებში ხორციელდება.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები