დავით ოქიტაშვილი: გირგვლიანის მკვლელების თანამონაწილეს რა უნდა პროფკავშირებში
პეტრიაშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. ოქიტაშვილი პეტრიაშვილს “მკვლელების გამპრავებელს” უწოდებს და მიაჩნია, რომ პეტრიაშვილი ციხეში უნდა იყოს.
ოქიტაშვილი იმ ობიექტების გაყიდვაზე საუბრობს, რაც მისივე ინფორმაციით პეტრიაშვილის მხრიდან მოხდა. “პეტრიაშვილმა სამი მილიარდის ქონება ერთ ლარად გადასცა სააკაშვილს. გირგვლიანის მკვლელების თანამონაწილე არ უნდა იყოს პროფკავშირებში. მე ყველა კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პეტრიაშვილს ბეგრაუნდი აქვს ცუდი.
რატომ ეშინია პეტრიაშვილს ჩემი გამარჯვების პირდაპირ მინდა ვთქვა, მე პროფკავშირებში შევალ აუდიტით. ადამიანები არიან შოკში, რასაც უნდოდა ყიდდა, საირმეში, თბილისში, ყველგან. ამ ადამიანის გარშემო ვინც იქნება ასოცირებული, ყველას ექნება ბრძოლის ცუდი დასაწყისი”, განაცხადა დავით ოქიტაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.