“აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი”

გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა, ირაკლი მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუდიტი უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გახდება.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისთვის.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები