გაგი მოსიაშვილი: კორტების საქმეზე დაკითხული ბრალდების მოწმეს ლიკვიდაციით ემუქრებიან

ჩვენთან ოფისში მოვიდა პიროვნება, რომელიც კორტების საქმეზე მოწმის სახით არის დაკითხული და განაცხადა , რომ მასზე ზეწოლა ხდება, – ამის შესახებ პორტალ “კვირას” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით პირი, რომელიც ოფისში მივიდა მოწმის სახით იყო დაკითხული კორტების საქმეზე. ადვოკატის ოფისში მოწმის მიერ მიტანილი ინფორმაცია ფირზეა ჩაწერილი. “კორტების საქმეზე დაკითხულ მოწმეს ლიკვიდაციით ემუქრებიან.ჩვენთან მოვიდა ოფისში ადამიანი და ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი,მისი მონაყოლი გადავწყვიტეთ ფირზე გადაგვეღო. ეს პიროვნება თავის დროზე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაკითხული,იგი არის ბრალდების მოწმე.
ადამიანი ამბობს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა ემუქრებიან და ფულად თანხასაც სთავაზობენ ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ ამ ყველაფერს მსვლელობა მისცეს ჩვენ მივაწოდეთ უკვე ინფორმაცია. პირი ამბობს, რომ მას აიძულებენ ჩვენების შეცვლას და როცა ყოყმანი შეატყვეს ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ, ეს ყველაფერი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ადამიანმა განაცხადა, რომ შეიძლება ხვალ ცოცხალიც აღარ იყოს, მის ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები