გია ჟორჟოლიანი: პროფკავშირები სერიოზული ამოცანების წინაშე დგას
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშრომელთა უფლებები, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟორჟოლიანი თვლის, რომ მშრომელთა უფლებები ქვეყანაში გათვალისწინებული უნდა იყოს. “დღეს ამოცანები არის განსხვავებული, მე მინდა ერთი რამ ვთქვა, კამპანია რაც ხდება არ ემსახურება დისკუსიის გახსნას, ამით ვერ ვუზრუნველყოფთ სამუშაო ადგილების შექმნას. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის”,-გაანცხადა გია ჟორჟოლიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.