ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში, მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიამ ადგილობრივებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შედგა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, გრიგოლ ვაშაძესთან კონსულტაციები ერთი თვე მიმდინარეობდა. ერთ კვირაში პარტია ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პრეზენტაციასაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები