საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშანდელთან შედარებით შემცირდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მეორე კვარტალში 346.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, ექვსი თვეში უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის იანვარ-ივნისში ინვესტორთა სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია (224.2 მილიონი დოლარი), მეორეზე თურქეთი (120.8 მილიონი დოლარი), მესამეზე გაერთიანებული სამეფო (111.6 მილიონი დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები