მიხეილ ჯანელიძე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთს ეწვია, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივით იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “აღმოსავლეთ პარტნიორი” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამუშაო შეხვედრა. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ტალინში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ავსტრიელ კოლეგასთან სებასტიან კურცთან. საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული და აქტიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნამ. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციით, აღინიშნა ავსტრიული კომპანიების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი უფრო დიდია და მხარეებმა უნდა იმუშაონ მისი სრულად რეალიზაციისათვის. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები. ავსტრიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სრული მხარდაჭერა მის ევროპულ მისწრაფებებში და აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო წარმატება ინტეგრაციის პროცესში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ნოემბრის სამიტზე და იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას” და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, აღინიშნა ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები