გია ჟორჟოლიანი: გირგვლიანი იყო ტრაგედია ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც

სისულელეებზე, რაც ფეისბუქში იწერება არ ვაპირებ მე პასუხის გაცემას, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პეტრიაშვილთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.
“მე, თურმე, ვარ პეტრიაშვილის მომხრე. იგივე, გირგვლიანის სახელით სპეკულირება არის ამაზრზენი და სისულელე. მე არ ვაპირებ, პასუხი გავცე ყველაფერს.
გირგვლიანი იყო ტრაგედია ჩემთვისაც და მთელი ერისთვისაც. ამიტომ ამ თემაზე აღელვების გარეშე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები