თამარ ხულორდავა, პოლონეთში, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმზე, მმართველობის და ეკონომიკური განვითარების შესახებ მოხსენებით წარდგა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოწვევით, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით წარდგა, სადაც კარგ მმართველობასა და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე ისაუბრა. თამარ ხულორდავამ სიტყვით გამოსვლისას, ეკონიმიკური განვითარებისთვის სტაბილური და დემოკრატიული გარემოს აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მომხსენებელმა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. თამარ ხულორდავამ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესზე და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად გააჩნია. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფოა, რომელიც მიუხედავად გეოპოლიტიკური სირთულეებისა, განვითარების უდიდეს პოტენციალს ფლობს, რაც ამბიციური სახელმწიფო განვითარების პროგრამითა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს სახარბიელო მაჩვენებლებითაა გამყარებული. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარების გათვალისწინებით, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპას და მსოფლიოს წარმატების მაგალითი”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ. დისკუსიაში, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის დირექტორი სტივენ ნიქსი უძღვებოდა, საქართველოსთან ერთად ლიტვის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები