მიხეილ ჯანელიძე: რეალობაა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისსამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ.ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთპარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობაევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები”-განაცხადა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის დასახულია თანამშრომლობის გეგმა- 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობსსაერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გვაქვს განვითარების დაინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არისუფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”-განაცხადა მინისტრმა. ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები