გიორგი მარგველაშვილი: სიმართლით ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა იმ წერტილში, სადაც საქართველომ, ძალიან ამაყად აღმართა დროშა

„როგორც ოფიცრებს თქვენ კარგათ გესმით ის რთული ვითარება, რომელშიც იმყოფება ჩვენი სამშობლო და ის გლობალური სირთულე, რომელიც დამდგარია კაცობრიობის წინაშე“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათ დაძლევაში საქართველოს როლზე ისაუბრა. „როგორც ოფიცრებს თქვენ კარგათ გესმით ის რთული ვითარება, რომელშიც იმყოფება ჩვენი სამშობლო და ის გლობალური სირთულე, რომელიც დამდგარია კაცობრიობის წინაშე. ცივი ომის დასრულების შემდეგ ალბათ არ გვეგონა, რომ ამდენი ცხელი წერტილი იქნებოდა მსოფლიოში და ამდენი გამოწვევა ექნებოდა კაცობრიობას. მაგრამ, დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რამდენი სირთულე და გამოწვევაა, ჩვენ კიდევ უფრო კარგად უნდა გავიაზროთ და დავუბრუნდეთ იმ სიმართლეს, რომლის მხარესაც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველ სამხედროებს ზურგს არამხოლოდ პროფესიონალიზმი და პარტნიორების მხარდაჭერა, არამედ ის სიმართლე უმაგრებს, რომლის მხარესაც ისინი დგანან. „ერთ მხარეს არის საქართველო და მისი მეგობრები და მეორე მხარეს არიან ძალები, რომლებისთვისაც მისაღებია სხვა ადამიანის ჩაგვრა, განადგურება, დამცირება, რომლებისთვისაც მისაღებია გლობალური დესტაბილიზაცია. ერთ მხარეს ხართ თქვენ, რომლებიც იცავთ თავისუფლებას, ადამიანის ღირსებას და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ერთმა ქვეყანამ მეორე შეიძლება დაიპყროს, მისი მოსახლეობა გაანადგუროს, დაჩაგროს და მიწასთან გაასწოროს. ეს სიმართლე ერთ-ერთი ძლიერი იარაღია, რომელიც თქვენ გაქვთ. ამ სიმართლით ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა იმ წერტილში, სადაც საქართველომ ძალიან ამაყად აღმართა თავისი დროშა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები