გია ვოლსკი: საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები

ვენეციის კომისიის ფუნქცია და ამოცანები არის ჩამოაყალიბოს და რჩევები მისცეს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ვენეციის კომისიის ფუნქცია და ამოცანები არის ჩამოაყალიბოს და რჩევები მისცეს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ მხარეს, იქნება ეს საქართველო თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა. მოველი, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები. რასაკვირველია ველოდები იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვსურს. ეს არის კონსენსუსის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში. თუკი ეს კონსენსუსი არ მიიღწევა, ეს ყოფილა ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. რასაკვირველია, კონსენსუსი ის თემაა, რომლის არ მიღწევა ნამდვილად არ შეიძლება“, -განცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები