ხათუნა სამნიძე: პატრიარქი თვითმმართველობის რეფორმას ეწინააღმდეგება

ჩვენ წარვადგინეთ საკრებულოს პირველი ხუთეული – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძემ იმ სტრატეგიაზე ისაუბრა, რომლითაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგება.
“რესპუბლიკელებს” მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ. ჩვენ არ გვეყოლება მერობის კანდიდატი, თუმცა წარვადგინეთ საკრებულოს პირველი ხუთეული, სამწუხაროდ საპატრიარქო ეწინააღმდეგება თვითმმართველობის განვითრებას, ხელისუფლების და საპატრიარქოს პოზიციები ემთხვევა, პატრიარქი თვითმმართველობის რეფორმას ეწინააღმდეგება, ჩვენ ვაგრძელებთ საპატრიარქოს ნეგატიურ როლზე საუბარს და ვისაუბრებთ რუსეთის გავლენაზე საპატრიარქოში. ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება მუნიციპალიტეტიდან მიწების გადაცემის პრაქტიკა”, – განაცხადა ხათუნა სამინიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები