“სოლიდარობის ქსელი” ალტერნატიულ პროფკავშირს აყალიბებს

მოვლენები, რაც პროფკავშირის ირგვლივ მიმდინარეობს, საფრთხეს უქმნის ამ სტრუქტურას. ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებმა განაცხადეს. ახალი ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
“ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა, ჩვენთვის დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ თავმჯდომარის არჩევას შეძლებს ყველა, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს დასაქმებული, ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს კენჭის ყრით”, -განაცხადა “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრები თვლიან, რომ ახალი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის კვლევას, მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის მუშაობის ფორმატი დღემდე არსებულისგან განსხვავებულია. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევაში მხოლოდ დელეგატები არ უნდა მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები