ხათუნა ახალაია: ბორჯომის ტყეს ხანძრისგან უფრო მეტი ზარალი მიადგა, ვიდრე აგვისტოს ომის დროს

ერთი კვირის განმავლობაში ხანძარს შეუძლია მანქანების დინის გამონაბოლქვი გამოყოს. ამის შესახებ ეკოლოგმა, ხათუნა ახალაიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალაია იმ ეკოლოგიურ ზიანზე საუბრობს, რაც ხანძრების დროს ქვეყანას მიადგა. ეკოლოგი მასშტაბით ხანძარს აგვისტოს ომის დროს მიყენებულ ზარალზე მეტად აფასებს.
“ბორჯომის ტყეს ხანძრისგან უფრო მეტი ზარალი მიადგა, ვიდრე აგვისტოს ომის დროს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოიყოფა co2 დიდი რაოდენობით. ჭვარტლი, რომელიც ზედაპირზე დარჩება და შეიცავს მეთანის ნარჩენებს და რაც უარყოფითად იმოქმედებს იქ მომუშავეებზე. ტყეებში დამწვარი ხეები ასაკოვანი იყო, ამიტომ ას წლამდე მისი თავდაპირველი სახის აღდგენა ვერ მოხერხდება. თუმცა უნდა ჩაერთოს ბიზნესი და საზოგადოება, რათა შევძლოთ მოზარდი ტყის აღდგენა”, -განაცხადა ხათუნა ახალაიამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები