მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე 7-8 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში.
ღონისძიებაზე განიხილავენ 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ასევე შეეხებიან უსაფრთხოების სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სტაბილურობის გაძლიერების, რაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები