თამარ ხულორდავა პოლონეთის სეიმის კონფერენციაში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე, პოლონეთის სეიმის კონფერენციაში – ,,კარპატების ევროპა” მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მიგრაციის კრიზისი განიხილეს.
თამარ ხულორდავამ, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოს წარმატება იქნა წარმოჩენილი. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები პირდაპირ აისახება აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე.
პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები