საბურთლოზე რუსეთის მოქალაქე სცემეს – დაშავებული საავადმყოფოშია

საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დახვდა და სცემეს.
თავდასხმის შედეგად, უცხოეთის მოქალაქე სასწრაფოს ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი კლინიკის მიმღებ განყოფილებაში იმყოფება და მას დაჟეჟილობები აღენიშნება. ამასთანავე, მამაკაცს გამოკვლევები უტარდება და ექიმების მეთყვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქემ სამედიცინო დაწესებულება დღესვე დატოვოს.
როგორც ”“კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები