გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წელს EBRD-მა საქართველოში 17 პროექტი და 250 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც უპრეცედენტო და რეკორდულია

2016 წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც უპრეცედენტოა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის, სუმა ჩაკრაბარტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და EBRD-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„მინდა, გამოვეხმაურო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტს საქართველოში და მინდა, მადლობა გადავუხადო ევრობანკს, პირადად ბატონ პრეზიდენტს და მთელ გუნდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისათვის, ჩვენს მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია, რაც უპრეცედენტოა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშულო ბიზნესის განვითარება, კონკრეტულად პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერაში არის მნიშვნელოვანი. კონკრეტულად, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები