ვაკეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზეა, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მართვის სუნთქვაზე მხოლოდ ქალი რჩება, რაც შეეხება მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე საათში ის კონტაქტური გახდება.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
რაც შეეხება მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია, დინამიკა დადებითი და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” გუშინ ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, ორივე დაზარალებული აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები