გიორგი კვირიკაშვილი: 422 დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში 2012 წლიდან დღემდე 15500 მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესს.
“დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემა გრძელდება, მორიგი 422 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში. უკვე, დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან მოყოლებული 15500 მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით და ეს პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები