“ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობაზე 500 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობაზე 500 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
როგორც პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მაგისტრალის მშენებლობა უკვე იწყება.
მისივე განმარტებით, ამის შემდეგ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
„რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იქნება ამ მონაკვეთის ღირებულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ალბათ, ყველაზე რთული ამ ჩქაროსნული მაგისტრალის და ეს იქნება 55 კილომეტრამდე 90 ხიდის და 40 მაგისტრალური გვირაბის შემცველი მონაკვეთი და აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვცდები, უკვე მომავალი წლისთვის მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისათვის და მე ძალიან მიხარია, რომ კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა აღებულ სივრცითი განვითარების გეგმის დროითი ინდიკატორებთან. მინდა, ჩვენს მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ და ეს არის ძალიან მისასალმებელი”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები