ბანას ტაძართან ახალი არქეოლოგიური მიწისქვეშა ნაგებობაა აღმოჩენილი

თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესახებ ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს.

„ახლადგამოვლენილი“ მიწისქვეშა ნაგებობა ბანას ტაძართან.
განძის მაძიებელთა მიერ მიყენებული ზიანი ხანდახან ახალ არქეოლოგიურ ფენებს აჩენს. ასე მაგალითად, ახლახან ბანას ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაახლ. 20-25 მეტრში, გალავანს შიგნით, არცთუ მცირე ზომის მიწისქვეშა სათავსები გამოჩნდა.
თუმცა, ცხადია, არცერთ ასეთ „სიახლედ“ არ ღირს ძეგლისა და მისი არქეოლოგიური ფენების ხელყოფა.
რა შეიძლება იყოს? სამეურნეო დანიშნულების (შესაძლოა)? საძვალე? (ტაძრიდან მოშორებითაა). არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც არსებული შენობის (შესაძლოა, ეკლესიისაც) მიწისქვეშა სართული ყოფილიყო“, – წერს ბუბა კუდავა.

ბანას ტაძარი (VII-X ს.ს.) თურქეთში, არზრუმის მხარეში, შენაქაიას რაიონში მდებარეობს და ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები