ირაკლი ქადაგიშვლი: ართანისა და თუშეთის მიმართულებით ცოცხალი ძალის როტაცია მოხდება

ართანისა და თუშეთის მიმართულებით ცოცხალი ძალის როტაცია მოხდება,– აღნიშნული განცხადება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვლმა გააკეთა.
,,დღეს ახალი ძალა შეცვლის მათ, ვინც ორი დღე ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობდა, ისინი გააგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. თუშეთშიც და ართანაშიც ცეცხლი ლოკალიზებულია”,– განაცხადა ქადაგიშვილმა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან უკვე ჩაერთო ქართული ვერტმფრენი, მოგვიანებით ორი ირანული ვერტმფრენიც გააგრძელებს მუშაობას.
ამ დროისათვის უცნობია ხანძრის შედეგად ტყის რა ფართობია დამწვარი. გუბერნატორის თქმით, აღნიშნულს ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ დაითვლიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები