კახა კალაძე: არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან

ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად ამ ადგილიდან – გლდანის მესამე მიკრო რაიონიდან დაიწყო.-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კახა კალაძემ ადგილობრივებთან ერთად გაიხსენა მისი თბილისში ჩამოსვლის პერიოდი.
“სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“ -განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გლდანის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი – ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები