4 სექტემბერი

11:00 საათზე – დავით ოქიტაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის წევრები, რომელთაც რამდენიმე თვის წინ, პროტესტის ნიშნად, გაერთიანებული პროფკავშირები დატოვეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

 11:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოში, ბრიფინგს გამართავს.

 თემა: მოსახლეობის პროტესტი წინუბნის დასახლებაში დაგეგმილი ბეტონის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მის: თბილისი. თავისუფლების მოედ. 2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები