ვაკის რაიონის გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
2 სექტემბერს, ვაკის რაიონის გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 სექტემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, სიმონ ჯანაშიას ქუჩის №2-ს, №4-ს, №5-ს, №7-ს და №8-ს;
ივანე თარხნიშვილის ჩიხის №8-სა და №11-ს;
თარხნიშვილის ქუჩის №11-ს;
აკაკი შანიძის ქუჩის №4-ს;
ყაზბეგის ჩიხის №4-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში