მამუკა მდინარაძე: საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია და ავტოკრატიის ყოველგვარი საფრთხე გამოირიცხება
საქართველოს ექნება დახვეწილი და მომავალზე ორიენტირებული, ძალიან კარგი კონსტიტუცია – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, კონსენსუსი გაფართოებულიყო, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ ინება.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ცუდია, რომ დღეს ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ეს არის ხელისუფლების ბრალი.
„ჩვენ სამი თვის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ჯერ წერილობით და შემდეგ ზეპირად მიგვეღო კონკრეტული დათქმა და პირობები, რა შემთხვევაში დასხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის ნაცვლად მივიღეთ ულტიმატუმები. მათ აქვთ მიზანი, რომ ჩაიშალოს მოლაპარაკებები. საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია და გამოირიცხება ყოველგვარი საფრთხე ავტოკრატიის. კარგი იქნებოდა კონსენსუსი გაფართოებულიყო, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ ინება და ძალიან ცუდია, რომ დღეს ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ეს არის ხელისუფლების ბრალი “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.