გიორგი მღებრიშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებთან ერთად ბოლო წუთამდე დგომისთვის.
„პირველ რიგში, დიდ მადლობა გადავუხდი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ბოლო წუთამდე მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების და ყველა იმ ადამიანის გვერდით იდგა, ვინც აქტიურად იყო ჩართული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დღესაც იგივე რაოდენობა ვრჩებით ადგილზე, რაც აქამდე ვიყავით. აქ იმყოფება ასევე თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები. ჩვენ ვაგრძელეთ ტერიტორიების მონიტორინგს. მოგვიწევს რამდენიმე დღე კიდევ დარჩენა, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს“, – განაცხადა მღებრიშვილამა.
რაც შეეხება ზარალს და ხანძრის შედეგად განადგურებულ ფართობს, შს მინისტრის თქმით, დამწვარი ტერიტორიის აღრიცხვა ამჟამად მიმდინარეობს და ზარალის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები