ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქვეყნის დასახმარებლად 250 000 ლარს გამოყოფს

კომპანია სახელმწიფო  ხაზინაში  სტიქიის შედეგად დაზიანებული  ტერიტორიების  აღსაღდგენად 250 000 ლარს  გადარიცხავს.

კომპანიამ  სტიქიის ზონაში  გუშინ  საინჟინრო  ბრიგადებიც  გააგზავნა.  ჯორჯიან  უოთერ  ენდ  ფაუერის  პროფესიონალური   ჯგუფები ადგილზე მობილუზებულ  ძალას  სხვადასხვა  ხელსაწყოებით, ასევე  სპეციალური  წყლის რეზერვუარებით  ეხმარებიან.

საინჟინრო  ბრიგადები ორ  ძირითად ჯგფადაა  დაყოფილი და სხავდასხვა  ლოკაციაზე შრომის  უსაფრთხოების  ინსპექტორებთან ერთად მუშაობენ.

ჯგუფები ტყის მასივებში სპეციალური, მაღალი გამავლობის  ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

წყალმომარგების  კომპანიის 50 პროფესიონალი ინჟინერი  პროცესში მონაწილეობას  კომპეტენციებიდან  გამომდინარე მიიღებს და  ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე  აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები