„საჯარისო ნაწილები ბორჯომის ხეობაში დარჩებიან, რათა ცეცხლის შესაძლო გავრცელების შემთხვევაში დროული ლიკვიდირება მოხდეს”

“გვაქვს კონკრეტული შედეგები, დღეს უკვე მოხდა მნიშვნელოვანი ცეცხლის კერის ლიკვიდირება იმ ობიექტის ფარგლებში, სადაც ჯანმრთელ ტყეში მისი გავრცელების დიდი საფრთხე არსებობდა. მინდა ეს ფაქტი აღვნიშნო”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბორჯომში არსებული ვითარების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საჯარისო ნაწილები, სხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში დარჩებიან, რათა ცეცხლის შესაძლო გავრცელების შემთხვევაში, დროული ლიკვიდირება მოხდეს.
„ამ დღეების განმავლობაში განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები რთული რელიეფის პირობებში, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურის თანამშრომლების აქტიურობით და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობით. გაყვანილი იქნა გზები მიუვალ ადგილებში, სადაც მოხდებოდა გარკვეული ტვირთის ტრანსპორტირება, უმეტეს შემთხვევაში, წყლის, რომლის გარეშეც   აბსოლუტურად რთულია ცეცხლის ლიკვიდაციაზე საუბარი.
ამ გზების გაჩენამ მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ფართო მასშტაბებით გამოგვეყენებინა ჩვენი ფიზიკური ძალები, მათ შორის თავდაცვის უწყების სამხედრო მოსამსახურეების სახით. გვაქვს კონკრეტული შედეგები.
დღეს უკვე მოხდა მნიშვნელოვანი ცეცხლის კერის ლიკვიდირება იმ ობიექტის ფარგლებში, სადაც ჯანმრთელ ტყეში მისი გავრცელების დიდი საფრთხე არსებობდა. მინდა ეს ფაქტი აღვნიშნო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი საჯარისო ნაწილები, სხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად, დარჩებიან ადგილზე, რათა შესაძლო ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მოხდეს დროულად ადგილზე ლიკვიდირება, რათა თავიდან ავიცილოთ ცეცხლის გაჩენის შესაძლებლობა. პროგრესი თვალსაჩინოა“,- განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები