სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა. სოფიო ქაცარავამ დიდი ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ლიდერების საერთაშორისო პროგრამაზე მისი წარდგენისთვის.
„მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის ელჩს ამ პროგრამაზე ჩემი ნომინირებისთვის, რაც საშუალებას მაძლევს, საერთაშორისო მაღალი დონის დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან ერთად მივიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მათი ინფორმირებისთვის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის საპარლამენტო შეხვედრები და ღონისძიებები.
ელჩთან შეხვედრისას, სოფიო ქაცარავამ განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, ბრიტანეთი-საქართველოს საპარლამენტო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები