ზურაბ ალავიძე: ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

“ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ბორჯომის ხეობაში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ავიაციასთან ერთად ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე სამუშაოებს  არც ცოცხალი ძალა შეაჩერებს, რათა ცეცხლის კერები დაამუშაონ და არ მოხდეს გაღვივება.
“ვითარება გვაქვს საგრძნობლად გაუმჯობესებული. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. იქ, სადაც ლოკალიზებულია კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 10-12 კილომეტრამდე გზა გავიყვანეთ მთაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ ცოცხალი ძალა შეგვეყვანა ლოკაციამდე, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვემატებინა სამხედროები, რათა სამუშაოები სწრაფად წარიმართოს.
ტორფია გახურებული და ამიტომ კერებს  დამუშავება სჭირდება. ავიაცია იმუშავებს, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია”,- განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის თქმით, ხვალისთვის იქნება მონაცემები გარკვეული ცდომილებით, თუ რა ფართობი დაიწვა სტიქიის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები