ანა დოლიძე: წელიწადნახევარია, ვერ ვახერხებთ სამი ღირსეული და კვალიფიციური იურისტი გავაგზავნოთ სტრასბურგში

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო არენაზე უკვე არაერთხელ შევრცხვით, რადგან არჩევის პროცესი სწორად არ იყო წარმართული.
მისივე თქმით, აუცილებელია შესაბამის პასუხისმგებლობაზე დაიწყოს მსჯელობა და ღირსეული იურისტი გაიგზავნოს სტრასბურგში.
“სამწუხაროდ, სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევმა პროცესმა უამრავი ხარვეზი გამოავლინა, უკვე არაერთხელ ჩვენ საერთაშორისო არენაზე შევრცხვით, რადგან ეს პროცესი სწორად არ იყო წარმართული. ეს უკვე მესამე კონკურსია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ატარებს. მე მგონი, აუცილებელია შესაბამის პასუხისმგებლობაზე დაიწყოს მსჯელობა. წელიწადნახევარია ვერ ვახერხებთ სამი ღირსეული და კვალიფიციური იურისტი გავაგზავნოთ სტრასბურგში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
სპეციალური სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებებს ხვალ, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები